0
რაიდი
მარკეტი
შეკვეთა და მიტანა
  • როგორ შევუკვეთო მარკეტზე?

    ქარის ვებგვერდზე რეგისტრაციისას შენი პროფილი ავტომატურად გენერირდება. 

    შედი მარკეტში და აირჩიე ნებისმიერი ნივთი. დაამატე ისინი კალათაში და შეიყვანე მიწოდების სასურველი მისამართი პროდუქტების სიის ქვეშ. დააჭირე ყიდვას და ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ, ქარი შენს შეკვეთას რამოდენიმე წუთში მიიღებს. 

  • როგორ გავიგო სწორად ვუკვეთავ თუ არა ზომას?

    მარკეტში არჩეულ ყოველ ნივთს თავისი გვერდი აქვს. პროდუქტის აღწერის ქვეშ ნახავ ზომებს, სადაც შეგეძლება შენი ზომების ჩვენს სტანდარტებთან შედარება. გადაამოწმე და აირჩიე შენთვის მისაღები ზომა.

  • უსაფრთხოა თუ არა ქარის მიწოდების სერვისი პანდემიის პირობებში?

    ქარის კურიერი შეძენილ ნივთს უსაფრთხოების ყველა საჭირო წესის დაცვით მოგაწვდის. კურიერი ეკიპირებულია ნიღბით, ხელთათმანებითა და შეფუთული პროდუქტით, რომელსაც ამანათის გახსნის შემდეგ მხოლოდ შენ შეეხები.

  • შეიძლება მეგობრისთვის შეკვეთა და გაგზავნა?

    ქარის პროდუქცია შეგიძლია საჩუქრად მეგობარსაც გაუგზავნო. ამისათვის: აარჩიე პროდუქცია მარკეტში, გადადი კალათში და მიუთითე ნივთების სიის ქვეშ სასურველი მისამართი/ტელეფონის ნომერი.

     

  • რამდენი ნივთის შეძენა შემიძლია?

    ქარს ერთ შეკვეთაზე 10-მდე ერთი სახეობის პროდუქტის გაცემა შეუძლია. დიდი შეკვეთისას პროდუქციას ქარის კურიერი მანქანით მოგიტანს. სხვა შემთხვევაში, ნივთების შეძენა კოლექციის სიდიდეზეა დამოკიდებული. 

  • როგორ მუშაობს ქარის მიტანის სერვისი?

    ქარის მიწოდების სერვისი უფასოა 

    შეძენილი ნივთების მიწოდება ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

    მარკეტიდან შენს კალათში გადასვლის შემდეგ, შესაძენი ნივთების ქვეშ, მიუთითე მიწოდების ზუსტი მისამართი, ტელეფონი და მას ქარის კურიერი მოგაწვდის. 

    შეძენილ პროდუქციას ქარი შეკვეთის დღეს მოგიტანს. შეკვეთები, რომელიც 20:00-ის შემდეგ გაფორმდება, მეორე დღეს მოვა.

    პროდუქციის მოტანამდე, ქარის კურიერი დამატებით დაგიკავშირდება შენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. 

    თუ ნივთის დაბრუნება ან შეცვლა გინდა, შეავსე დაბრუნების ფორმა და გამოგვიგზავნე 1 კალენდრული კვირის განმავლობაში. 

     

  • ჩემი შეკვეთა ჯერ არ მიმიღია? რა ვქნა?

    თუ ნივთის მოწოდება იგვიანებს, დაგვიკავშირდი ელ.ფოსტაზე: shop@qari.eco ან მოგვწერე დახმარების ჩატში, რომელიც ვებგვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეშია ხელმისაწვდომი. მიაწოდე დახმარების სერვისს შეკვეთის კოდი და თარიღი. ჩვენ  შეკვეთის სტატუსს გადავამოწმებთ და შესაბამის ინფორმაციას მოგაწვდით.

  • აქვს თუ არა ქარს ფასდაკლებები მიტანაზე?

    ქარის მიწოდების სერვისი უფასოა. იმ შემთხვევაში თუ მარკეტმა არასწორი, ან დაზიანებული პროდუქცია მოგაწოდა, კურიერის დამატებითი მომსახურებაც უფასოდ გეკუთვნის. თუ პროდუქტის შეცვლა გინდა, უბრალოდ შეძენა გადაიფიქრე ან არასწორი პროდუქტი თვითონ შეუკვეთე, კურიერის მომსახურების დამატებითი გადასახადი დაგეკისრება.

     

  • შემიძლია თუ არა საბითუმო ფასში შევიძინო პროდუქციის დიდი რაოდენობა?

    მსგავსი კითხვებით პირდაპირ ქარის გუნდს დაუკავშირდი. შეგიძლია დახმარების ჩატში მოგვწერო, რომელიც ვებგვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეშია ხელმისაწვდომი; ან გამოგვიგზავნო მეილი: shop@qari.eco. 

     

  • დაბრუნება, შეცვლა და ანაზღაურება
  • შემიძლია შეძენილი ნივთი შევცვალო?

    თუ თანხა უკვე მოგეჭრა და შეკვეთა გააფორმე, ნივთის შეცვლას მიწოდებამდე ვერ შეძლებ. როდესაც კურიერი შეძენილ ნივთს მოგაწვდის, შეავსე დაბრუნების ფორმა და გამოგვიგზავნე 1 კალენდრული კვირის განმავლობაში.

    თუ ქარმა დაზიანებული ან არასწორი პროდუქცია მოგაწოდა, დაბრუნების ფორმასთან ერთად ზიანისა და შეცდომის დასაფიქსირებლად ფოტო და კომენტარი გამოგვიგზავნე.

    ფორმა უნდა გამოგვიგზავნო მისამართზე: shop@qari.eco

    დაბრუნების ფორმის მიღების შემდეგ, ქარი გადაამოწმებს შენი შეკვეთის დეტალებს და ელ. ფოსტის საშუალებით 3 დღის განმავლობაში დაგიკავშირდება. 

    თუ დაბრუნების გადაწყვეტილება დადებითია, ქარი დაგიკავშირდება მეილით ან ტელეფონით, და პროდუქტის მიწოდების დროსა და ადგილს შეგითანხმებს. თუ პასუხი უარყოფითია, ქარი გადაწყვეტილების მიზეზებსაც შეგატყობინებს.

    ნივთის შეცვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ ის გამოუყენებელი, ჩაუცმელი, გაურეცხავი და დაუზიანებელია. ნივთს არ უნდა ჰქონდეს ლაქები, სუნამოს ან დეოდორანტის კვალი. შეცვლა/დაბრუნება მხოლოდ ორიგინალი შეფუთვით შეიძლება, რაც გულისხმობს ქარის შეფუთვას, მიბმულ მარკასა და სხვა ოფიციალურ ატრიბუტიკას.

    ფასდაკლებით შეძენილი ნივთების შეცვლა შესაძლებელია თუ იგივე პროდუქტის სხვა ქვეტიპებზეა საუბარი (მაგალითად: ფერი და ზომა) და თუ ისინი კოლექციაში ჯერ კიდევ გვექნება. მსგავსი შემთხვევების დასაზუსტებლად შეგიძლია ჩვენს დახმარების ჩატში მოგვწერო, რომელიც ვებგვერდის მარჯვენა, ქვედა კუთხეშია ხელმისაწვდომი; ან დაგვიკავშირდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: shop@qari.eco

     

  • პროდუქტის დაბრუნების რა წესები და პირობებია ქარში?

    თუ თანხა უკვე მოგეჭრა და შეკვეთა გააფორმე, ნივთის დაბრუნებას მხოლოდ მიწოდების მერე შეძლებ. როდესაც კურიერი შეძენილ ნივთს მოგაწვდის, შეავსე დაბრუნების ფორმა და გამოგვიგზავნე 1 კალენდრული კვირის განმავლობაში.

    თუ ქარმა დაზიანებული ან არასწორი პროდუქცია მოგაწოდა, დაბრუნების ფორმასთან ერთად ზიანისა და შეცდომის დასაფიქსირებლად ფოტო და კომენტარი გამოგვიგზავნე.

    ფორმა შემდეგ მისამართზე უნდა გამოგზავნო: shop@qari.eco

    დაბრუნების ფორმის მიღების შემდეგ, ქარი გადაამოწმებს შენი შეკვეთის დეტალებს და ელ. ფოსტის საშუალებით 3 დღის განმავლობაში დაგიკავშირდება. 

    დადებითი პასუხის შემთხვევაში, ქარი ტელეფონით ან ელ. ფოსტით დაგიკავშირდება, რომ ნივთის გამორთმევის დრო და ადგილი შეგითანხმოს. როგორც კი ნივთს კურიერი გამოგართმევს, თანხა იმ ანგარიშზე დაგერიცხება, რომელიც დაბრუნების ფორმაში მიუთითე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში - ქარი შეგატყობინებს გადაწყვეტილების მიზეზებს.

    ნივთის დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ ის გამოუყენებელი, ჩაუცმელი, გაურეცხავი და დაუზიანებელია. ნივთს არ უნდა ჰქონდეს ლაქები, სუნამოს ან დეოდორანტის კვალი. შეცვლა/დაბრუნება მხოლოდ ორიგინალი შეფუთვით შეიძლება, რაც გულისხმობს ქარის შეფუთვას, მიბმულ მარკასა და სხვა ოფიციალურ ატრიბუტიკას.

    ფასდაკლებით შეძენილი ნივთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. 

  • დაბრუნების ფორმა

    დაბრუნების ფორმა შენი შეკვეთის ისტორიის დახმარებით უნდა შეავსო. ისტორიას შენს ქარის პროფილზე იპოვი. დაბრუნების ფორმა შეგიძლია ნახო აქ:

    ფორმა გამოგზავნე მისამართზე: shop@qari.eco

  • რამდენი დრო მაქვს ნივთის შესაცვლელად ან დასაბრუნებლად?

    თუ თანხა უკვე მოგეჭრა და შეკვეთა გააფორმე, ნივთის დაბრუნებას/შეცვლას მხოლოდ მიწოდების შემდეგ მოახერხებ. ამისათვის  დაბრუნების ფორმა უნდა შეავსო და პროდუქციის მიღებიდან 1 კალენდრული კვირის განმავლობაში მოგვაწოდო. ყველა სხვა შემთხვევაში შენი შეკვეთის სტატუსი დასრულებულად ჩაითვლება. 

     

  • როგორ გავიგო მიიღეთ თუ არა ჩემი დაბრუნების ფორმა?

    დაბრუნების განაცხადის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ქარი ელექტრონულ ფოსტაზე წერილს გამოგიგზავნის, სადაც შენი შეკვეთის სტატუსი აისახება.

     

     

  • თვითონ ვიხდი თუ არა გზავნილის/ნივთის დაბრუნების საფასურს?

    ქარის მიწოდების სერვისი უფასოა. იმ შემთხვევაში თუ მარკეტმა არასწორი, ან დაზიანებული პროდუქცია მოგაწოდა, კურიერის დამატებითი მომსახურებაც უფასოდ გეკუთვნის. თუ პროდუქტის შეცვლა გინდა, უბრალოდ შეძენა გადაიფიქრე, ან არასწორი პროდუქტი თვითონ შეუკვეთე - კურიერის მომსახურების დამატებითი გადასახადი დაგეკისრება.

  • როგორ მოდის ჩემთან დაბრუნებული თანხა?

    იმის შემდეგ რაც ქარი შენი დაბრუნების განაცხადს მიიღებს, მეილის ან ტელეფონის საშუალებით 3 დღის განმავლობაში დაგიბრუნდება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქარი დაბრუნების დროსა და ადგილს შეგითანხმებს. როგორც კი კურიერი ნივთს გამოგართმევს, თანხა იმ ანგარიშზე დაგიბრუნდება, რომელიც დაბრუნების ფორმაში მიუთითე.  

  • თანხა არასწორად დამიბრუნეს, როგორ მოვიქცე?

    ნაკლული ან მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მოგვწერე მისამართზე shot@qari.eco; ან გამოგვეხმაურე ჩვენი დახმარების ჩატის საშუალებით, რომელიც ვებსაიტის მარჯვენა ქვედა კუთხეშია მოთავსებული. გამოგვიგზავნე ჩარიცხვის ამსახველი ფოტოც. ამის შემდეგ, ჩვენი გუნდი ჩარიცხვას შესაბამისად გაასწორებს. 

  • გადახდა, აქციები და სასაჩუქრე ბარათები
  • ვიხდი თუ არა კანონით დაკისრებულ რაიმე დამატებით გადასახადს?

    პროდუქტზე მითითებულ ფასში დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) შედის, რომელიც პროდუქტის ღირებულების 18%-ს შეადგენს.სრულ ღირებულებას შეიძლება შენი ბანკის საკომისიოც დაემატოს. საბოლოო ანგარიშსწორებამდე დეტალებს შეკვეთის ჯამში ნახავ. შეკვეთის დასრულების შემდეგ ქარი შენს ელექტრონულ ფოსტაზე დეტალურ კალკულაციას გამოგზავნის.

  • გადახდის რა მეთოდებია მარკეტში?

    ამ ეტაპზე გადახდა მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი, რომელზე ინფორმაციაც ერთჯერადად, შეკვეთის დასრულებისას შეგყავს, კალათში სასურველი ნივთების საბოლოო დადასტურების მერე. 

     

  • ვიხდი თუ არა დამატებით მიტანასა ან გადაზიდვაში?

    არა, ქარში მიტანის სერვისი უფასოა. 

    თუ პროდუქცია შეცდომით ქარმა მოგიტანა, ან ნივთი დაზიანებული აღმოჩნდა, მეორედ მიწოდებაც უფასო იქნება. თუ ნივთის შეძენა გადაიფიქრე ან შეკვეთისას სხვა ნივთის მონაცემები თავად დააფიქსირე, კურიერის დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა იქნება საჭირო

     

  • აქვს თუ არა ქარს ფასდაკლებები მიტანაზე?

    არა, ქარში მიტანის სერვისი უფასოა. შენ მხოლოდ პროდუქტის საფასურს იხდი.

     

     

  • თანხა არ ჩამომეჭრა, რატომ?

    თუ შეკვეთის გაფორმებიდან 10 წუთის განმავლობაში შენი ბარათიდან თანხა არ ჩამოიჭრა, გადაამოწმე გაფორმებული შეკვეთის სისწორე. შეგიძლია დახმარების ჩატშიც მოგვწერო, რომელიც ვებგვერდის მარჯვენა, ქვედა კუთხეშია ხელმისაწვდომი; ან ელექტრონულ ფოსტაზე: shop@qari.eco

  • გადახდის ოპერაცია გაუქმდა, რატომ?

    თუ გადახდის ოპერაცია გაუქმდა, თავიდან გააფორმე შეკვეთა. კარგად შეამოწმე შენი ქარის პროფილი, შესაძენი ნივთების სია და მიწოდების მისამართი მარკეტის კალათაში. შეამოწმე ბარათის მონაცემები კალათიდან გასვლის შემდეგ. თუ ოპერაცია მაინც გაუქმდა, შეგიძლია დახმარების ჩატში მოგვწერო, რომელიც ვებგვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეშია ხელმისაწვდომი; ან გამოგვიგზავნო წერილი ელფოსტაზე: shop@qari.eco

  • დაცულია თუ არა ჩემი ბარათის მონაცემები?

     ბარათის მონაცემები ქარში ერთჯდერადად შეგყავს: შეკვეთის დასრულებისას, კალათში სასურველი ნივთების საბოლოო დადასტურების მერე - გადახდისას. ქარი შენი ბარათის მონაცემებს არ ინახავს.

    ყველა სახის ინფორმაცია, რომელსაც ქარს გადასცემ დაცულია. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლია ნახო აქ.

  • შეიძლება თუ არა ჩემი შეკვეთის ინვოისი მივიღო?

    ქარი მარკეტის მომხმარებლებს ყოველი შენაძენის მერე ელექტრონულ ინვოისს უგზავნის. თუმცა, იურიდიული პირებისათვის ინვოისის წარდგენა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია. ნივთის ინვოისით შეძენისთვის დაუკავშირდი მარკეტის ადმინისტრაციას: დახმარების ჩატის საშუალებით, რომელიც ვებგვერდის მარჯვენა, ქვედა კუთხეშია ხელმისაწვდომი; ან ელექტრონულ ფოსტაზე: shop@qari.eco

  • როგორ უნდა მივიღო ჩემი შეკვეთის ინვოისი?

    ნივთის ინვოისით შეძენისთვის დაუკავშირდი მარკეტის ადმინისტრაციას: დახმარების ჩატში, რომელიც ვებგვერდის მარჯვენა, ქვედა კუთხეშია ხელმისაწვდომი; ან ელექტრონულ ფოსტაზე: shop@qari.eco 

    შეკვეთის დახმარებით გაფორმების შემდეგ, ინვოისი შენი ელ.ფოსტის მისამართზე მოვა.

     

  • როგორ უნდა შევიძინო ქარის სასაჩუქრე ბარათი?

    მარკეტის სასაჩუქრე ბარათებს, მათ რეკლამებსა თუ პოსტებს, შეძენისა და გააქტიურების ინსტრუქცია ყოველთვის ახლავს თან.

  • როგორ უნდა გავააქტიურო ქარის სასაჩუქრე ბარათი?

    სასაჩუქრე ბარათის რეკლამებს, მასთან დაკავშირებულ განაცხადებს მარკეტში თუ პოსტებს სოც. ქსელებში, შეძენისა და გააქტიურების ინსტრუქცია ყოველთვის ახლავს თან. 

     

  • ნივთის დაბრუნება მინდა მაგრამ მისი ფასი მარკეტზე შეიცვალა, რა თანხა დამიბრუნდება?

    თანხა დაგიბრუნდება იმ ფასის შესაბამისად, რომელიც ნივთში შეკვეთის გაფორმებისას გადაიხადე. თუ კურიერის დამატებითი მომსახურების გადახდა დაგეკისრება, ეს თანხა გამოაკლდება თავდაპირველად გადახდილ თანხას. 

  • ვიხდი თუ არა რამეს შეკვეთის გაუქმებისას?

    შეკვეთის გაუქმებას ვებგვერდიდან ვერ შეძლებ. თუ თანხა უკვე მოგეჭრა, ნივთისა და თანხის დაბრუნებას მხოლოდ მიწოდების შემდეგ მოახერხებ. თუ პროდუქტის შეცვლა გინდა, შეძენა გადაიფიქრე, ან არასწორი პროდუქტი თვითონ შეუკვეთე, კურიერის მომსახურების დამატებითი გადასახადი დაგეკისრება. იმ შემთხვევაში თუ მარკეტმა არასწორი, ან დაზიანებული პროდუქცია მოგაწოდა - ქარი მიწოდების დამატებით გადასახადს არ დაგაკისრებს. 

     

  • კოლექციის შესახებ
  • ნივთი რომელიც მინდა შევიძინო აღარ არის გაყიდვაში, როგორ მოვიქცე?

    ქარის კოლექცია სისტემატურად ივსება, თუმცა არის ნივთები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით მზადდება. თვალი ადევნე მარკეტის ვებგვერდს რომ სასურველი პროდუქციის ყიდვა მოასწრო, ან კოლექციის შევსებაზე მიიღო ინფორმაცია.

  • რა სიხშირით ამატებთ პროდუქციას?

    ქარის კოლექცია სისტემატურად, დაახლოებით 3 დღეში ერთხელ ივსება. თუმცა გვაქვს ისეთი პროდუქციაც, რომელიც შეზღუდული რაოდენობით მზადდება. თვალი ადევნე მარკეტის ვებგვერდს, იმისთვის რომ სასურველი ნივთის შეძენა მოასწრო, ან კოლექციის განახლებაზე მიიღო ინფორმაცია.

  • როგორ მზადდება პროდუქცია ქარში?

    ქარი ქართული ბრენდია. პროდუქციის დიზაინზე ქარის გუნდი ზრუნავს, შემდეგ კი ის საქართველოში არსებულ სამკერვალოში იკერება. ქარის პროდუქცია რეცირკულაციის პრინციპითაა შექმნილი, სხვადასხვა მოწინავე ტანსაცმლის ბრენდების ტექსტილური ნარჩენებისაგან. ქარის კონცეფციისთვის მნიშვნელოვანია ისეთი არტიზანული ელემენტები, როგორებიცაა: გამორჩენილი ნაკერები, მოუჭრელი ძაფები, არაზუსტი ჭრები და ა.შ. გაითვალისწინე, რომ ეს გათვლილი ესთეტიკური გადაწყვეტილებებია, და არა წარმოებითი შეცდომები.

     

  • არის თუ არა ქარის პროდუქცია ეკო-მეგობრული და ეთიკური?

    ქარის პროდუქცია ან ხელნაკეთია, ან სამკერვალოში იკერება. მარკეტში არ იყიდება ბეწვის, ტყავისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მასალა. ქარის პროდუქცია არ იყოფა გენდერული ნიშნით. პროდუქცია იქმნება რეცირკულირებისა და გადამუშავების პრინციპით.

    როგორც ტანსაცმლის ჩვეული წარმოების დეკონსტრუქცია, ქარის კონცეფციისთვის მნიშვნელოვანია ისეთი არტიზანული ელემენტები, როგორებიცაა: გამორჩენილი ნაკერები, მოუჭრელი ძაფები, არაზუსტი ჭრები და ა.შ. გაითვალისწინე, რომ ეს გათვლილი ესთეტიკური გადაწყვეტილებებია, და არა წარმოებითი შეცდომები.

     

  • როგორ გავიგო სწორად ვუკვეთავ თუ არა ზომას?

    მარკეტში არჩეულ ყოველ ნივთს თავისი გვერდი აქვს. პროდუქტის აღწერის ქვეშ ზომების ცხრილს ნახავ, სადაც შეგეძლება შენი ზომების ჩვენს სტანდარტებთან შედარება. გადაამოწმე და აირჩიე შესაბამისი ზომა.

  • Covid 19 - თან დაკავშირებული რეგულაციები
  • შეცვლა/დაბრუნება

    ქარის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება უსაფრთხოებაა. სამწუხაროდ, ვირუსის პრევენციის მიზნით პანდემიის პირობებში გახსნილი პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა შეუძლებელია. ნივთის შეძენამდე კარგად შეისწავლე ზომები, რომელიც პროდუქტის აღწერილობის ქვეშ მდებარეობს. შეკვეთამდე, შეგიძლია დახმარების ჩატში მოგვწერო, რომელიც ვებგვერდის მარჯვენა, ქვედა კუთხეშია ხელმისაწვდომი; ან მოგვწერე ელექტრონულ ფოსტაზე: shop@qari.eco და ჩვენი გუნდი მეტ ინფორმაციას მოგაწვდის ქარის პროდუქციის შესახებ.

  • უსაფრთხო მიწოდება

    ქარის კურიერი შეძენილ ნივთს უსაფრთხოების ყველა საჭირო წესის დაცვით მოგაწვდის. კურიერი ეკიპირებულია ნიღბით, ხელთათმანებითა და შეფუთული პროდუქტით, რომელსაც ამანათის გახსნის შემდეგ მხოლოდ შენ შეეხები.

  • ზოგადი ინფორმაცია
  • როგორ გამოვიყენო ქარი?
    1. დარეგისტრიდი: ჩამოტვირთე აპლიკაცია Qari App (iOS ან Android) და დაამატე შენი მართვის მოწმობა და საბანკო ბარათი. ანგარიშის გააქტიურების შემდეგ შეძლებ ისარგებლო აპლიკაციით.
    2. იქირავე: გახსენი ჩვენი რუკა და დაჯავშნე უახლოესი მოპედი. შეამოწმე დაზიანებისთვის და დაიწყე რაიდი. თანხა წუთების მიხედვით დაანგარიშდება.
    3. დაასრულე მგზავრობა: გააჩერე მოპედი ჩვენს მწვანედ მონიშნულ საპარკინგო ზონაში და დაასრულე რაიდი აპლიკაციის მეშვეობით.  
  • რომელ ქალაქებშია ქარი?

    ამ ეტაპზე ქარი მხოლოდ თბილისშია. 

     

  • რა ღირს მოპედის ქირაობა?

    მგზავრობის საფასური წუთებით ანგარიშდება.

    ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. დამატებითი ჯავშნის ღირებულებაა: 5 წუთი - 1.25 ლარი და 10 წუთი - 2.50 ლარი.

    ტარების ყოველი წუთი 0.45 ლარია, პარკირების რეჟიმში წუთი 0.10 ლარი.

     

  • რეგისტრაცია
  • როგორ დავრეგისტრირდე მოპედის სატარებლად?

    გადმოწერე აპლიკაცია Qari App (iOS ან Android) და მიყევი ინსტრუქციას: შეიყვანე პირადი მონაცემები, საბანკო ბარათი და ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობა.

  • კიდევ რა მჭირდება მოპედის სამართავად?

    მოპედის სამართავად უნდა იყო 18 წელს ზემოთ და ფლობდე ნებისმიერი კლასის მართვის მოწმობას, საერთაშორისოს ჩათვლით. ეს ინფორმაცია დაგჭირდება აპლიკაციაზე დასარეგისტრირებლად.

  • როგორ წარმოვადგინო ჩემი მართვის მოწმობა?

    მართვის მოწმობის დადასტურება ქარის აპლიკაციაზე, სპეციალური სერვისის, Veriff-ს საშუალებით ხდება. Veriff სინქრონულ იდენტიფიკაციას ახდენს მოწმობასა და მფლობელის.

  • რაიდი
  • რა წამოვიღო რაიდისთვის?

    რაიდისთვის თან იქონიე ტელეფონი. მოპედის საბარგულში ორი ჩაფხუტია მოთავსებული.

     

  • როგორ დავიწყო რაიდი?

    დაათვალიერე მოპედი, სანამ რაიდს დაიწყებ. თუ დაზიანებას შეამჩნევ, გახსენი აპლიკაცია და ძახილის ნიშანს დააჭირე, რომელიც მონიშნული მოპედის ზედა, მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. აირჩიე შესაბამისი ზიანის კატეგორია და დაამატე კომენტარი.

    დააჭირე „რაიდის დაწყებას“ აპლიკაციაზე. მოპედის ჩართვას განიშნებს ხმოვანი სიგნალი და ეკრანის ანთება. საბარგული უკანა მხრიდან იხსნება წითელი ღილაკით.

    მოპედზე 240 კგ-ზე მეტი წონა სახიფათოა, არ იმგზავრო ერთზე მეტ ადამიანთან ან გადაადგილო მძიმე ტვირთი.

     

  • რა უნდა გავაკეთო სანამ მოპედზე დავჯდები?

    სანამ დაჯდები მოპედზე, დაათვალიერე და შეგვატყობინე თუ რაიმე დაზიანებას შეამჩნევ.  ამით ხელს უწყობ საკუთარ და სხვა რაიდერების უსაფრთხოებას და გვეხმარები მოპედის კარგად შენახვაში. დაზიანების შეტყობინება შეგიძლია აპლიკაციაში ძახილის ნიშანზე დაჭერით, რომელიც მონიშნული მოპედის გასწვრივ ხატია. აირჩიე სწორი კატეგორია და დაამატე კომენტარი.

  • როგორ დავჯავშნო მოპედი?

    გაიგე აპლიკაციით რომელი მოპედია რუკაზე უფრო ახლოს და დააჭირე არჩეულ მოპედს. გაქვს 5 წუთიანი უფასო რეზერვაცია. თუ უკვე მოპედთან ხარ, დაასკანერე საჭეზე მდებარე QR კოდი აპლიკაციიდან და დაიწყე რაიდი. 

     

  • მაქვს თუ არა უფლება მოპედი ქარის ზონებს გარეთ ვატარო?

    მოპედით გადაადგილება მხოლოდ აპლიკაციაზე მონიშნულ ზონებში შეიძლება. ჩვენი რეკომენდაციაა რაიდის დაწყებამდე ყოველთვის შეხედო რუკას.

    დარწმუნდი, რომ მოპედს საკმარისი ენერგია აქვს დაგეგმილი მგზავრობისთვის. 100%-ით დატენილი ბატარეა დაახლოებით 45 კმ-ს გადის, თუმცა ბატარეის ხანგრძლივობაზე მოქმედებს წონა, სიჩქარე და სავალი გზის სირთულეც. 

     

  • როგორ გავიკეთო ჩაფხუტი?

    მოპედის საბარგულში ორი სხვადასხვა ზომის ჩაფხუტია მოთავსებული. შეგვატყობინე აპლიკაციის მეშვეობით თუ ეს ასე არაა. გამოიყენე ჩაფხუტი უსაფრთხოებისთვის და რაიდის დასრულებისას დააბრუნე. ჩაფხუტის დაზიანების, დაკარგვის ან მითვისების შემთხვევაში დაგეკისრება ჯარიმა.

     

  • ერთჯერადი სამედიცინო ქუდი

    საბარგულში ერთჯერადი ჰიგიენური ქუდების კომპლექტია მოთავსებული. გაითვალისწინე გარემო და სხვა რაიდერები, არ გამოიყენო იმაზე მეტი ვიდრე გჭირდება.

  • როგორ ჩავრთო მოპედი?
    1. გადმოიყვანე მოპედი სადგამიდან და მომართე საჭირო პოზიციაში.
    2. დააჭირე „Start-ის” ღილაკს და გეჭიროს რამდენიმე წამით, სანამ სამართავ ეკრანზე არ აინთება წარწერა „Ready.”
  • როგორ დავასრულო რაიდი?

    გააჩერე მოპედი ნებისმიერ აპლიკაციაზე მოცემულ მწვანე, ანუ საპარკინგე ზონაში. დააყენე მოპედი ისე, რომ ხელი არ შეუშალო ფეხით მოსიარულეებს და სხვა მგზავრებს. რაიდის დასრულებამდე, დარწმუნდი, რომ ორივე ჩაფხუტი საბარგულშია და საბარგული ნამდვილად ჩაიკეტა. ჩაფხუტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაგეკისრება ჯარიმა. ელ-ფოსტაზე მოგივა დასრულებული რაიდის დეტალები, შენი რაიდის ისტორია კი აპლიკაციაზეა მისაწვდომი. 

    თუ რაიდის ნებისმიერ ეტაპზე გაჩნდა რაიმე პრობლემა, დაგვიკავშირდი აპლიკაციის დახმარების ჩატით.

     

  • ჩემი საბარგული არ იხსნება, რა ვქნა?

    საბარგული იხსნება წითელი ღილაკით უკანა მხირდან. გახსნას ასევე განიშნებს დაწკაპუნების ხმა. თუ რაიდი დაიწყო მაგრამ საბარგული არ იხსნება, გააუქმე ან დაასრულე რაიდი და დაგვიკავშირდი აპლიკაციის დახმარების ჩატით.

     

  • რომელ გზებზე მაქვს აკრძალული მოპედის ტარება?

    აპლიკაციის რუკაზე აკრძალული ზონები წითლადაა მონიშნული, ხოლო ტარების ზონები მწვანედ. ჩვენი რეკომენდაციაა რაიდის დაწყებამდე ყოველთვის შეხედო რუკას. ასევე, გაითვალისწინე საქართველოს კანონმდებლობის საგზაო წესები და რეგულაციები.

     

  • ვერ ვასრულებ რაიდს, რა უნდა ვქნა?

    თუ რაიდი აპლიკაციის საშუალებით არ სრულდება, მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. გადაამოწმე:

    მოპედი უნდა მდებარეობდეს რაიდის დასრულების ზონაში, რომელიც აპლიკაციაში მწვანედაა მონიშნული. 

    მოპედი უნდა იდგეს სპეციალურ სადგამზე.

    საბარგული კარგად უნდა იყოს დახურული (ნაპირებსა და საკეტში არ უნდა იყოს მოყოლილი თასმები, მყარი საგნები თუ სხვა ელემენტები).

    თუ ყველა ზემოთ მოცემული ნაბიჯები უკვე გაითვალისწინე და რაიდი მაინც არ სრულდება, დაგვიკავშირდი აპლიკაციაზე დახმარების ჩატით.

     

     

  • პაუზის რეჟიმი
  • შეიძლება მოპედი დროებით დავაპარკინგო და მოგვიანებით გავაგრძელო ტარება?

    რაიდის დროებით გასაჩერებლად გამოიყენე „პაუზის“ ფუნქცია აპლიკაციაზე, რომელიც ორი ვერტიკალური ხაზით აღინიშნება. ეს ჯავშანს აქტიურს დატოვებს და ამავდროულად დაბლოკავს მოპედს.

    რაიდის გასაგრძელებლად დააჭირე „გაგრძელებას“ იმავე ადგილას აპლიკაციაში.

  • სად და როგორ დავაპაუზო მოპედი სწორად?

    მოპედი შეგიძლია დააპაუზო ნებისმიერ ადგილას ქარის ზონებს შიგნით და ქალაქის საგზაო წესების გათვალისწინებით. ისე გააჩერე, რომ ხელი არ შეეშალოთ ფეხით, ველოსიპედით და სკუტერით მოსიარულეებს.

    დაპაუზება აკრძალულია გასასვლელებსა და შესახვევებში, კერძო და დახურულ სადგომებსა და შიდა ეზოებში. არასწორ ადგილას გაჩერებისთვის შეიძლება მიიღო პატრულისგან ჯარიმა.  

     

  • გადახდა და ტარიფები
  • სად შემიძლია, ვნახო ჩემი რაიდების ისტორია და ქვითრები?

    ყოველი დასრულებული რაიდის შემდეგ, მგზავრობის მიმოხილვა აპლიკაციაში აისახება, ელ-ფოსტით კი რაიდის ქვითარი მოგივა. აირჩიე „რაიდების ისტორია“ აპლიკაციის მენიუში, რომ შენი პირადი ისტორია ნახო.

     

     

  • რა ფასები აქვს ქარის მოპედების სერვისს?

    ქარის აპლიკაციაზე დარეგისტრირება უფასოა. მგზავრობის საფასური წუთებით ანგარიშდება.

    ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. დამატებითი ჯავშნის ღირებულებაა: 5 წუთი - 1.25 ლარი და 10 წუთი - 2.50 ლარი.

    ტარების ყოველი წუთი 0.45 ლარია, პარკირების რეჟიმში წუთი 0.10 ლარი.

     

  • როგორ ხდება საფასურის დაანგარიშება და გადახდა?

    მგზავრობის საფასური წუთებით ანგარიშდება და ავტომატურად გეჭრება ბარათიდან რაიდის დასრულების შემდეგ.

    ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. დამატებითი ჯავშნის ღირებულებაა: 5 წუთი - 1.10 ლარი და 10 წუთი - 2.50 ლარი.

    ტარების ყოველი წუთი 0.45 ლარია, პარკირების რეჟიმში წუთი 0.10 ლარი.

     

  • ვიხდი თუ არა რამეს როდესაც ქარს არ ვიყენებ?

    არა, მხოლოდ მაშინ იხდი თანხას, როდესაც ჩვენს სერვისებს იყენებ.

     

  • არსებობს რაიმე დამატებითი გადასახადები ან დაფარული ხარჯები?

    ქარს არ აქვს დამატებითი გადასახადი. ჩვენთან მხოლოდ სერვისში იხდი საფასურს. ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. დამატებითი ჯავშნის ღირებულებაა: 5 წუთი - 1.25 ლარი და 10 წუთი - 2.50 ლარი.

    ტარების ყოველი წუთი 0.45 ლარია, პარკირების რეჟიმში წუთი 0.10 ლარი. ყოველი დასრულებული რაიდის შემდეგ, მგზავრობის მიმოხილვა აპლიკაციაში აისახება, ელ-ფოსტით კი რაიდის ქვითარი მოგივა. აირჩიე „რაიდების ისტორია“ აპლიკაციის მენიუში, რომ შენი პირადი ისტორია ნახო.

    დამატებითი სერვისის გადასახადი შეიძლება დაგეკისროს ჯარიმის სახით.

  • როგორ შევცვალო გადახდის მეთოდი?

    გადახდის მეთოდი ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო აპლიკაციის „საფულე“-დან.

  • მოპედის დაზიანება და ავტოსაგზაო შემთხვევები
  • მაქვს თუ არა მოპედის დაზიანებაზე ინფორმირების ვალდებულება?

    სავალდებულოა, შეგვატყობინო მოპედის დაზიანების შესახებ. ამით ზრუნავ შენსა და სხვა რაიდერების უსაფრთხოებაზე.

    დაათვალიერე მოპედი, სანამ რაიდს დაიწყებ. თუ დაზიანებას შეამჩნევ, გახსენი აპლიკაცია და ძახილის ნიშანს დააჭირე, რომელიც მონიშნული მოპედის ზედა, მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. აირჩიე შესაბამისი ზიანის კატეგორია და დაამატე კომენტარი.

     

    მცირე კატეგორიის დაზიანება - დაზიანება, რომელიც რისკს არ წარმოადგენს რაიდერისთვის და არ აბრკოლებს რაიდის მსვლელობას. ამ სახის ზიანის შეტყობინება გვაცნობებს, რომ არ ხარ კონკრეტული დაზიანების მიმყენებელი და გვეხმარება მოპედის მდგომარეობის შენარჩუნებაში.

    მნიშვნელოვანი კატეგორიის დაზიანებაამ კატეგორიის ზიანი ხიფათს წარმოადგენს რაიდერისტთვის და დაუყოვნებლივ შეტყობინებას ექვემდებარება. გატეხილი გარსის, დაკარგული სარკეების, მოშვებული საჭისა ან მომტვრეული ნაწილების შემთხვევაში, არ გამოიყენო მოპედი და დაგვიკავშირდი აპლიკაციის დახმარების ჩატით. ასევე დაგვიკავშირდი, თუ ჩაფხუტები საბარგულში არ დევს.

  • რა სახის დაზღვევა აქვს ქარს?

    მესამე პირის დაზღვევის პაკეტი მოქმედებს რაიდის ყველა ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ მოპედი დაზღვეულია ზიანზე და ავტოავარიის შემთზვევაში, მესამე პირის ზარალიც დაზღვეულია. 

     

  • ჩაფხუტის დაკარგვა ან დაზიანება

    რაიდის დაწყების და დასრულების დროს აუცილებელია, რომ ორი ჩაფხუტი იდოს საბარგულში. თუ რაიდის დაწყებისას რომელიმე ჩაფხუტი არ არის ადგილზე, გახსენი აპლიკაცია და ძახილის ნიშანს დააჭირე, რომელიც მონიშნული მოპედის ზედა, მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. აირჩიე შესაბამისი კატეგორია და დაამატე კომენტარი.

    ჩაფხუტის დაზიანების, დაკარგვის ან მითვისების შემთხვევაში დაგეკისრება ჯარიმა.

     

  • როგორ გამოვაგზავნო დაზიანებაზე შეტყობინება რაიდის დაწყებამდე?

    დაათვალიერე მოპედი, სანამ რაიდს დაიწყებ. თუ დაზიანებას შეამჩნევ, გახსენი აპლიკაცია და ძახილის ნიშანს დააჭირე, რომელიც მონიშნული მოპედის ზედა, მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. აირჩიე შესაბამისი ზიანის კატეგორია და დაამატე კომენტარი.

    სატრანსპორტო საშუალების გადაუდებელი კატეგორიის დაზიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდი აპლიკაციის დახმარების ჩატით.

  • როდისაა მართებული დაზიანებული მოპედის ადგილზე დატოვება?

    თუ მოპედი გატეხილია, აკლია ნაწილები, მოხრილია ან სხვ., არ გამოიყენო და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდი დახმარების ჩატით. შეწყვიტე რაიდი და დაგვიკავშირდი იმ შემთხვევაშიც, თუ მოპედი არასტაბილურად მოძრაობს ან საჭესთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. დახმარების ჩატს იპოვი აპლიკაციაზეც და ჩვენი ვებგვერდის მარჯვენა, ქვედა კუთხეშიც.

    მოპედის გამოყენება შეგიძლია მცირე კოსმეტიკური დაზიანებების შემთხვევაში, როგორიცაა ნაკაწრი ან გრაფიტი, თუმცა შეგვატყობინე რაიდის დაწყებამდე ზიანის შესახებ.

     

  • შემიძლია თუ არა, გავაგრძელო მოპედით მგზავრობა უმნიშვნელო ინციდენტის შემდეგ?

    უმნიშვნელო ინციდენტის შემთხვევაშიც, გააჩერე რაიდი და შეგვატყობინე აპლიკაციის დახმარების ჩატში მის შესახებ. ამის შემდეგ, მოპედი შეწყვეტს აქტივობას და ქარის ტექნიკური გუნდი მოვა ინსპექციის ჩასატარებლად.

    ავარიის შეტყობინების ზოგადი წესები:

    1. აუცილებელია დაგვიკავშირდე აპლიკაციის დახმარების ჩატით
    2. აცნობე პოლიციას გარეშე პირისაგან ზიანის მიყენების შემთხვევის შესახებ
    3. გადაუღე ფოტო დაზიანებასა და შემთხვევის ადგილს

     

  • რა შემთხვევაში უნდა დავრეკო პოლიციაში?

    თუ ავარია, რომელშიც აღმოჩნდი, განპირობებულია გარეშე პირების მიერ, ან ზიანი მიაყენა მათ ან მათ ქონებას, ყოველთვის დაუკავშირდი პოლიციას.

  • ავარიაში მოვყევი, რა უნდა გავაკეთო?

    ავარიის შემთხვევაში გადადგი შემდეგი ნაბიჯები:

    შეძლებისდაგვარად უზრუნველყავი მაქსიმალური უსაფრთხოება შემთხვევის ადგილას და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინე დაზიანებულს (ან საკუთარ თავს) პირველადი სამედიცინო დახმარება. 

    დარეკე 112-ში თუ ვინმე დაშავდა ან თუ საფრთხეზე პასუხისმგებლები გარეშე პირები არიან.

    არ დატოვო შემთხვევის ადგილი სანამ 112 ან პოლიცია არ მოვა და შეაგროვებს საჭირო ინფორმაციას.

    აცნობე პოლიციას ან სახანძრო დეპარტამენტს, რომ შენი სატრანსპორტო საშუალება ელექტრო მოპედია.

    გადაუღე ფოტოები შემთხვევის ადგილს და საჭიროების შემთხვევაში, გამოართვი პოლიციას ინციდენტის ნომერი.

    დაგვიკავშირდი: მოგვწერე აპლიკაციის დახმარების ჩატით ავარიის შესახებ. ჩვენ დაზიანების ფორმას გამოგიგზავნით, რომელიც უნდა შეავსო და გამოგვიგზავნო შემთხვევის ადგილის ფოტოებთან ერთად.

    გახსოვდეს, მესამე პირის დაზღვევის პაკეტი მოქმედებს რაიდის ყველა ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ მოპედი დაზღვეულია ზიანზე და ავტოავარიის შემთზვევაში, მესამე პირის ზარალიც დაზღვეულია. 

  • სხვა
  • მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - რამდენად დაცულია ჩემი პირადი მონაცემები?

    შენი მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე და მათზე წვდომა მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს გააჩნიათ. შენი სურათები გამოიყენება მხოლოდ მართვის მოწმობის დადასტურების მიზნით.

  • სად შეიძლება გავეცნო ზოგად წესებსა და პირობებს?

    წესები და პირობები სრულად შეგიძლია წაიკითხო აქ:

    წესები და პირობები