Menu iconMenu Close icon
Qari Electric
როგორ ვატარო
  • Download & Register
    გადმოიწერე და დარეგისტრირდი

    გადმოწერე Qari App (iOS ან Android), დარეგისტრირდი და ატვირთე მართვის მოწმობა. აირჩიე გადახდის ფორმა.

  • Find Qari
    იპოვე და დაჯავშნე

    ყველა თავისუფალი მოპედი რუკაზეა ასახული. დასაჯავშნად დააჭირე შენთან ყველაზე ახლოს მყოფს. ჯავშნის პირველი 5 წუთი უფასოა. მოპედის საჭეზე იპოვი QR კოდს. დაასკანერე აპლიკაციიდანვე და ეგ არის - მოპედი შენს განკარგულებაშია.

  • Damage Report
    შეამოწმე მოპედი

    სანამ რაიდს დაიწყებ, ჯობს მოპედი კარგად შეამოწმო დაზიანებებზე. აპლიკაციაში შენი არჩეული მოპედის გასწვრივ რეპორტის ღილაკია. დააჭირე და მოგვინიშნე დაზიანებული ნაწილები, გადაუღე ფოტოები

  • Unlock
    დაიწყე რაიდი

    მოპედის ჩართვისას გაიგებ სიგნალს და ეკრანიც აინთება. შემდეგი ეტაპი ჩაფხუტია.

  • Wear a Helmet
    ჩაფხუტი

    საბარგულს წითელი ღილაკით გახსნი. შიგნით იქნება ორი სხვადასხვა ზომის ჩაფხუტი. (თუ ნაკლები დევს, აპლიკაციის მეშვეობით დაარეპორტე ან მოგვწერე). მოირგე ერთჯერადი ჰიგიენური ქუდი, კარგად შეიკარი ჩაფხუტი.

  • Get Ready
    მომართე მოპედი

    გადმოიყვანე მოპედი სადგომიდან და დააყენე სამართავ პოზიციაში.

  • Start Qari
    ჩართე

    დააჭირე “Start”-ს (მწვანე ღილაკი საჭის მარჯვენა მხარეს) და გეჭიროს სანამ ეკრანზე არ აინთება „Ready.”

  • Ride
    ატარე

    ჩვენი ოპერირების ზონები რუკაზეა დატანილი - ესაა სადაც ვმოძრაობთ. მოუფრთხილდი თავს და სხვებსაც - განსაკუთრებით წვიმის დროს, ნაწვიმარზე ან ციცაბო დაღმართებზე. ქარი უხმოა, ამიტომაც სიგნალები და სარკეები ხშირად გამოგადგება. საგზაო მოძრაობის წესებსაც ვიცავთ რა თქმა უნდა.

  • Park
    გააჩერე

    მოპედის გაჩერება შეგიძლია ქალაქის ნებისმიერ მწვანე (საპარკინგე) ზონაში. დააყენე ისე, რომ ხელი არავის შეეშალოს.

  • Return the Helmets
    დააბრუნე ჩაფხუტი

    რაიდის დასრულებამდე გადაამოწმე ჩაფხუტები - ხომ ორივე საბარგულშია. დაზიანებასა ან დაკარგვაზე ჯარიმაა.

  • End the Ride
    დაასრულე რაიდი

    დატოვე მოპედი პარკინგის ზონაში (აპლიკაციაში მწვანედ მონიშნული ადგილები) და აპლიკაციაში მონიშნე "ქარის დასრულება". გთხოვთ დააპარკინგოთ პასუხისმგებლიანად

  • Submit a Photo
    ფოტო

    გადაუღე პარკირებულ მოპედს ფოტო აპლიკაციის საშუალებით. გაითვალისწინეთ პარკირების წესები.

  • Pay
    გადაიხადე

    რაიდის საფასური ტარების წუთების მიხედვით ითვლება, თანხა კი დასრულების მერე გეჭრება იმ ფორმით, რაც დაწყებამდე აირჩიე. ტარიფებსა და აქციებს აქ გადახედე: qari.co/pricing

  • 100% Electro
    100% ელექტრო

    ქარი ეკოლოგიური ტრანსპორტია - მოპედებს ელექტროობა ამოძრავებს. ელემენტების დატენვაზე კი ჩვენ ვზრუნავთ.

  • Questions?
    შეკითხვები

    რამე კითხვა თუ გაგიჩნდა, გადახედე ამ გვერდს - qari.co/faq თუ მანდაც ვერ იპოვი პასუხს, მოგვწერე მეილზე: ride@qari.co

  • how to ride steers illustration_ge