0
როგორ ვატარო
  • how to ride illustrations
    გადმოიწერე და დარეგისტრირდი
    ჩამოტვირთე აპლიკაცია Qari (iOS ან Android), დარეგისტრირდი და ატვირთე მართვის მოწმობა. შეიყვანეთ გადახდის დეტალები (ბარათი, Apple Pay, Google Pay).
  • how to ride illustrations
    იპოვე და დაჯავშნე
    გაიგე აპლიკაციით, რომელი მოპედია რუკაზე უფრო ახლოს და დააჭირე არჩეულ მოპედს. გაქვს 5 წუთიანი უფასო რეზერვაცია. თუ უკვე მოპედთან ხარ, დაასკანერე საჭეზე მდებარე QR კოდი აპლიკაციიდან და დაიწყე რაიდი.
  • how to ride illustrations
    შეამოწმე მოპედი
    კარგად შეამოწმე მოპედი. თუ დაზიანებას შეამჩნევ, აპლიკაციაში, შენი არჩეული მოპედის გასწვრივ ძახილის ნიშანი იპოვე. დააჭირე და შეიყვანე დაზიანების დეტალები.
  • how to ride illustrations
    დაიწყე რაიდი
    მოპედის ჩართვისას გაიგებ ხმოვან სიგნალს და აინთება ეკრანი, ჩაფხუტების საბარგული წითელი ღილაკით იხსნება უკანა მხრიდან.
  • how to ride illustrations
    ჩაფხუტი
    საბარგულში ორი სხვადასხვა ზომის ჩაფხუტი უნდა იდოს. თუ ასე არ არის, გახსენი აპლიკაცია და შეგვატყობინე. დაიხურე ერთჯერადი სამედიცინო ქუდი, კარგად მოირგე ჩაფხუტი და შეიკარი.
  • how to ride illustrations
    მომართე მოპედი
    გადმოიყვანე მოპედი სადგამიდან და დააყენე სამართავ პოზიციაში.
  • how to ride illustrations
    ჩართე
    დააჭირე “Start”-ს და არ აუშვა ღილაკს, სანამ სამართავ ეკრანზე არ აინთება წარწერა „Ready.”
  • how to ride illustrations
    ატარე
    დაიცავი სატრანსპორტო მოძრაობის წესები, იმოძრავე მხოლოდ ჩვენი ოპერირების ზონებში. ყურადღებით იყავი, განსაკუთრებით წვიმის დროს და ციცაბო დაღმართებზე. ქარს არ აქვს ხმა, ამიტომ ხშირად გამოიყენეთ სიგნალი და სარკეები.
  • how to ride illustrations
    გააჩერე
    ადგილზე მისვლის შემდეგ, გააჩერე მოპედი ქალაქის ნებისმიერ, მწვანე ანუ საპარკინგე ზონაში. დააყენე მოპედი ისე, რომ ხელი არ შეუშალო ფეხით მოსიარულეებს და სხვა მგზავრებს.
  • how to ride illustrations
    დააბრუნე ჩაფხუტი
    რაიდის დასრულებამდე, დარწმუნდი რომ ორივე ჩაფხუტი საბარგულშია. ჩაფხუტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაგეკისრება ჯარიმა.
  • how to ride illustrations
    დაასრულე რაიდი
    დარწმუნდი, რომ მოპედი პარკინგის ზონაშია და დაასრულე რაიდი აპლიკაციიდან.
  • how to ride illustrations
    ფოტო
    გამოგზავნე პარკირებული მოპედის ფოტო, რომლის გადაღებას აპლიკაცია ავტომატურად გთხოვს რაიდის დასრულებისას.
  • how to ride illustrations
    გადაიხადე
    შენ იხდი მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპედს ატარებ - გამოყენებული წუთების მიხედვით. თანხა რაიდის დასრულების მერე გეჭრება. როგორ და რითი გადაიხდი, რაიდის დაწყებამდე უნდა აირჩიო. ტარიფები და აქციები შეგიძლია ნახო ბმულზე
  • how to ride illustrations
    100% ელექტრო
    ქარის უხმო მოპედი მთლიანად ელექტრო-სისტემაზე დგას. ის უსაფრთხოა გარემოსათვის და საწვავს არ საჭიროებს. მოპედის ელემენტის დატენვაზე ქარის ტექნიკური გუნდი ზრუნავს.
  • how to ride illustrations
    შეკითხვები
    თუ შეკითხვები გაქვს, გადადი ხშირად დასმული შეკითხვების გვერდზე, ან მოგვწერე: ride@qari.eco
  • how to ride steers illustration_ge