0

მიწოდების, დაბრუნების და გაცვლის პირობები

მიწოდების, დაბრუნებისა და შეცვლის პირობები

 

მიწოდების პირობები

მიწოდების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მიწოდების პირობებს.  

  1. ტერიტორია;

ქარის ონლაინ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე. 

  1. მიწოდება;

ქარი თავად არ ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. 

თქვენ ეთანხმებით, რომ ქარის ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, პროდუქციას მოგაწოდებთ შპს მერკური დელივერი.

იმისთვის რომ, კურიერებმა დროულად და შეფერხების გარეშე მოგაწოდონ სასურველი პროდუქცია, პროდუქციის შეძენისას გადაამოწმეთ მითითებული მისამართის სიზუსტე. ქარის ჯგუფი გადასცემს თქვენს მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას კურიერს. 

  1. მიწოდების ვადა;

ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენილ პროდუქციაზე მოქმედებს იმავე დღეს მიწოდების სერვისი. 

20:00 საათის შემდგომ დაფიქსირებულ შეკვეთებს კურიერი მოგაწვდით მომდევნო დღეს. 

  1. მიწოდების ღირებულება;

ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდებისთვის მომხმარებელი არ იხდის დამატებით საფასურს. 

  1. შეკვეთის მიღების პირობები;

შეკვეთის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში პროდუქტის ხარვეზზე შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში, ითვლება რომ მომხმარებელმა მიიღო შესაბამისი ხარისხის ნივთი და მას პრეტენზია არ გააჩნია. 

 

დაბრუნების პირობები

ქარისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ გვერდზე მითითებულ მონაცემებს ქარი გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც. 

  1. თანხის დაბრუნების/პროდუქციის გამოცვლის წინაპირობები;

პროდუქტი შესაძლებელია დაექვემდებაროს გამოცვლას ან დაბრუნებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

იმისათვის რომ ისარგებლოთ პროდუქტის გამოცვლის ან თანხის დაბრუნებით გაითვალისწინეთ, რომ:

მოთხოვნა თანხის დაბრუნების ან პროდუქტის გაცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდება თუ პროდუქტი დაზიანებულია მას შემდეგ რაც მომხმარებელმა ჩაიბარა კურიერისგან ან არ არის დაკმაყოფილებული დაბრუნების სხვა წინაპიროები;

  1. განაცხადის ფორმა;

მომხმარებელმა თანხის დაბრუნების ან პროდუქციის გამოცვლის სურვილის შესახებ უნდა განაცხადოს პროდუქციის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ მან მიიღო შეკვეთილი პროდუქტი და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია. 

თანხის დაბრუნების ან პროდუქტის გამოცვლისთვის მომხმარებელმა ვებ გვერდზე უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და გამოგზავნოს ის ქარის ელექტრონულ ფოსტაზე. ქარის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში შეგატყობინებენ ქარის გადაწყვეტილებას განაცხადის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. შესაძლებელია, შეკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვაც, მათ შორის პროდუქტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა. 

განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად ქარი შეგატყობინებთ უარის თქმის მიზეზს. 

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქარის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან ელექტრონული ფოსტის ან მობილური ნომრის მეშვეობით იმისთვის, რომ შეთანხმდეს პროდუქტის დაბრუნების ან გაცვლის დრო და ადგილი. 

  1. თანხის დაბრუნება;

თანხის დაბრუნებისთვის, მომხმარებელმა პროდუქტი უნდა გადასცეს კურიერს საწყობში დასაბრუნებლად. 

საწყობში დაბრუნების დამადასტურებლად მომხმარებელი მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას. 

ქარი ასეთი შეტყობინების გაგზავნიდან სამი დღის ვადაში დაუბრუნებს მომხმარებელს პროდუქციის ღირებულებას.

  1. პროდუქტის გამოცვლა;

ქარი უფლებამოსილია გამოცვალოს პროდუქტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცდომის შედეგად მომხმარებელს ჩაბარდა შეკვეთაში მითითებული მონაცემებისგან განსხვავებული ზომისა და ფერის პროდუქტი. მომხმარებელმა გამოცვლის შესახებ განაცხადი უნდა შეავსოს პროდუქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში.

პროდუქტის გამოცვლის განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში, ქარი შეატყობინებს მომხმარებელს შესაძლებელია თუ არა მარაგების გათვალისწინებით პროდუქტის გამოცვლა. შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის დაბრუნება.