Menu iconMenu Close icon
Qari Electric

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

 

აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე დოკუმენტი არის ქარის აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია რაიდერების პირადი ინფორმაციის დაცვა. წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას თუ რა ტიპის მონაცემები გროვდება და ინახება ქარის მიერ, ასევე როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ მონაცემებს.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით ქარის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენი გუნდი მზადაა დეტალურად გიპასუხოთ კითხვებზე. 

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება თქვენსა და შპს მერკურს შორის. შპს მერკურის რეგისტრირებული მისამართია - ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ცინცაძის ქ., N 43, ბ. 4ა.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა მისი ცვლილებებით, მოპედების ქირავნობის ხელშეკრულებასთან ერთად წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და უნდა იქნეს განხილული ერთად, როგორც რაიდერთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებულ ტერმინებს აქვს ქირავნობის ხელშეკრულებაში განმარტებული მნიშვნელობა.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით ქირავნობის ხელშეკრულების ან წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის რომელიმე მუხლს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ქარის აპლიკაცია.

1.            მონაცემების დამუშავების საფუძვლები;

თქვენ მიერ ქარისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენ მიერ გაცხადებული თანხმობა. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია იმისთვის, რომ ქარის აპლიკაციის მეშვეობით დაიქირავოთ მოპედი.

2.            თანხმობა;

აპლიკაციაში რეგისტრაციითა და მისი სარგებლობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, ეთანხმებით მის პირობებს და ანიჭებთ ქარის და მის პარტნიორ კომპანიებს უფლებამოსილებას დავამუშავოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია მომსახურების გაწევის მიზნებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად.

აპლიკაციაში რეგისტრაციის პროცედურის გავლისას მომხმარებელი უთითებს რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას. ამ ღილაკის მონიშვნა და დათანხმება განხილული უნდა იყოს როგორც წერილობითი ფორმით გაცემული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

აპლიკაციაში რეგისტრაციით და მისი სარგებლობით თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ პერსონალური ხასიათის კონფიდენციალური ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქვენი დამატებითი თანხმობის გარეშე.

3.            რა მონაცემებს ვიღებთ თქვენგან;

3.1.         აპლიკაციაში რეგისტრაციისას და მართვის მოწმობის ვერიფიკაციისას თქვენ უთითებთ (ნებას რთავთ აპლიკაციას დაამუშავოს) შემდეგ ინფორმაციას (რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამ ინფორმაციის მითითება, მათ გარეშე რაიდერი ვერ დარეგისტრირდება აპლიკაციაში):

-              ტელეფონის ნომერი;

-              ელექტრონული ფოსტა;

-              სახელი და გვარი;

-              საბანკო ბარათის მონაცემები;

-              ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ;

-              მართვის მოწმობა;

რეგისტრაციისა და მართვის მოწმობის ვერიფიკაციის პროცესისას ნებაყოფლობით მისათითებელი ინფორმაციაა:

-              ქვეყანა;

-              ქალაქი;

-              ასაკი;

-              მისამართი;

მოპედის ქირავნობისას თქვენ ეთანხმებით, რომ ქარი დაამუშავებს ინფორმაციას მოპედის ადგილმდებარეობის შესახებ მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის, უსაფრთხოების, შემოწმების და კონტროლის მიზნით.

3.2.         მართვის მოწმობის ვერიფიკაციას ახორციელებს ქარის კონტრაქტორი კომპანია Veriff. Veriff ახორციელებს რაიდერის იდენტიფიკაციას. იდენტიფიცირებისთვის რაიდერი Veriff-ის პლატფორმაზე ტვირთავს შემდეგ ინფორმაციას:

-              მართვის მოწმობა (მოწმობის წინა და უკანა მხარის ფოტო);

-              საკუთარი ფოტო (სელფი);

Veriff ამოწმებს რაიდერის მიერ მიწოდებულ შემდეგ ინფორმაციას:

-              სახელი და გვარი, სქესი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ეროვნება;

-              მართვის მოწმობა, მისი ვადა, მართვის მოწმობის ნომერი, მართვის მოწმობის კატეგორია;

-              რაიდერის ფოტო (სელფი), ვიზუალური გამოსახულება;

 Veriff-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მოახდინოს რაიდერის და მის მიერ ატვირთული მართვის მოწმობის იდენტიფიცირება. ძალაში მყოფი მართვის მოწმობის არსებობა ქარის აპლიკაციაში რეგისტრაციისა და მოპედის მართვისთვის აუცილებელი პირობაა. მართვის მოწმობის ფლობით, რაიდერი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგზაო მოძრაობის წესები და მოპედის მართვით არ შეუქმნის საფრთხეს საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საგზაო მოძრაობის მონაწილეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე არ დააზიანებს ქარის ქონებას.

Veriff-ისთვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია დაცულია და უზრუნველყოფილია მისი კონფიდენციალურობა თავად Veriff-ის მიერ. Veriff პერსონალურ მონაცემებს ინახავს რაიდერის იდენტიფიცირების მომსახურების გაწევის ვადით. Veriff-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას გაეცანით ლინკზე -  https://www.veriff.com/privacy-policy

3.3.         ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელების (ქირავნობის ღირებულება, ჯარიმა) ჩამოჭრისთვის ქარი იყენებს მესამე მხარის Adyen-ის მომსახურებას.

ანგარიშსწორების განსახორციელებლად Adyen ამუშავებს შემდეგ ინფორმაციას:

-              ბარათის დეტალები - ნომერი, მფლობელი, მოქმედების ვადა;

-              ანგარიშსწორების თანხა და ვალუტა;

-              ანგარიშსწორების თარიღი, დრო და ადგილი;

Adyen-ის მიერ ინფორმაციის დამუშავების მიზანია ქირავნობის ღირებულების ანგარიშსწორების ტექნიკური უზრუნველყოფა.

Adyen-თვის მიწოდებული ინფორმაცია დაცულია და უზრუნველყოფილია მისი კონფიდენციალურობა თავად კომპანიის მიერ. Adyen პერსონალურ მონაცემებს ინახავს მომსახურების გაწევისთვის საჭირო პერიოდით. Adyen-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას გაეცანით ლინკზე - https://www.adyen.com/policies-and-disclaimer/privacy-policy/update-statement

თქვენ ხართ პასუხისმგებელი მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე. ქარი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რაც შეიძლება წარმოიშვას მოწოდებული ინფორმაციის უზუსტობის გამო. 

3.4 იმისათვის რომ თქვენი მობილურის ნომრით ჩვენს აპლიკაციაში მოხდეს ავტორიზაცია ან რეგისტრაცია, ჩვენ ამისათვის გიგზავნით SMS-კოდსTwilio-ს სერვისის მეშვეობით.ეს ქმედება შეიძლება განხილულ იქნას როგორც მესამე მხარის ვენდორთან ურთიერთობა

4.            ლოგ ფაილები;

ქარი სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. ლოგ ფაილები გამოიყენება იმისთვის რომ აპლიკაციამ შეინახოს ინფორმაცია რაიდერების ქცევის შესახებ და გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.  მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

-              მოწყობილობის ტიპი;

-              ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული რაიდერის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:

-              გავაანალიზოთ ტრენდები;

-              ვმართოთ აპლიკაცია, ვაწარმოოთ სტატისტიკა;

-              თვალი მივადევნოთ რაიდერების მოქმედებებს აპლიკაციაში დახვეწილი გამოცდილების შესაქმნელად;

-              ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;

-              რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად;

5.            მონაცემთა დამუშავების მიზანია;

ქარი შეგროვებულ ინფორმაციას იყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის, კერძოდ:

-              უზრუნველვყოთ აპლიკაციის გამართულად ფუნქციონირება;

-              გავაუმჯობესოთ, გავაფართოვოთ და უფრო პერსონალიზირებული გავხადოთ აპლიკაცია;

-              გამოვარკვიოთ და გავაანალიზოთ როგორ იყენებთ აპლიკაციას;

-              განვავითაროთ ახალი პროდუქტები, მომსახურება, ფუნქციონალები;

-              დავამყაროთ კომუნიკაცია თქვენთან, მოგაწოდოთ სიახლეები და აპლიკაციასთან  დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, განვახორციელოთ პირდაპირი მარკეტინგი ან სხვა წამახალისებელი ღონისძიებები;

-              გამოგიგზავნოთ მეილები;

-              აღმოვაჩინოთ და აღვკვეთოთ ყალბი პროფილები.

-              შევასრულოთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებები და განვახორციელოთ უფლებები;

-              დაგიკავშირდეთ აპლიკაციისა და საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით;

-              მოპედების ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოსაწოდებლად (როგორც რაიდერისთვის ასევე ქარის ტექნიკური გუნდისთვის);

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, გამოწერის გაუქმება. ამისთვის, მოგვმართეთ ელექტროული ფოსტის მეშვეობით. მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა ქარი შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი ინფორმაციის გამოყენებას. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების გამოყენებაზე უარი არ გულისხმობს ყველა სხვა მომსახურების  გაუქმებას.

6.            მონაცემების მიღების წყაროები;

აპლიკაცია ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

-              როდესაც ავსებთ აპლიკაციაში სარეგისტრაციო ფორმას (რეგისტრაცია, ვერიფიკაცია);

-              როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

-              როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს აპლიკაციასა და ჩატს;

7.            რაიდერის უფლებები;

ჩვენი მიზანია სრულად იცოდეთ თუ რა უფლებები აქვს პირს მის პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ:

-              მონაცემების გამოთხოვა - გამოითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია - რომელი მონაცემი მუშავდება, რა არის დამუშავების მიზანი, სამართლებრივი საფუძველი, რა გზით შეგროვდა მონაცემი და ვისზე გაიცა ეს მონაცემი, მონაცემის გაცემის საფუძველი და მიზანი;

-              მონაცემების ასლი;

-              მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნებისმიერი თხოვნის შემთხვევაში.

8.            ვის ვუზიარებთ მონაცემებს;

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება საჭირო გახდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება საჭირო გახდეს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დამქირავებლის დამატებითი თანხმობის გარეშე.

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხდება პარტნიორი კომპანიებისთვის, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ გიწევთ მომსახურებას (მართვის მოწმობის ვერიფიკაცია, ონლაინ სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდა, დაზღვევა).

ქარი უფლებამოსილია გაუზიაროს თქვენი პერსონალური ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიას, რომელშიც დაზღვეულია რაიდერის პასუხისმგებლობა მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის გამო. ქარი ვალდებულია მიაწოდოს სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის დროს რაიდერისა და რაიდის შესახებ მოთხოვნილი ინფრომაცია, მათ შორის, რაიდერის ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი დეტალები. ამგვარი ინფორმაციის გაზიარება ხდება სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად.

რაიდერი აცხადებს თანხმობას, სადაზღვევო შემთხვევისას ქარმა მიაწოდოს სადაზღვევო კომპანიას მისი პერსონალური ინფორმაცია დამატებითი თანხმობის გარეშე. ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს სადაზღვევო შემთხვევასთან და მასში მონაწილე რაიდერთან დაკავშირებულ შემდეგ დეტალებს - ზიანის მიყენების სავარაუდო პერიოდი, დრო და ადგილი, სავარაუდო მიზეზები, მიყენებული ზარალის ხასიათი, რაიდერის მონაცემები, სახელწოდება, პირადი/საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით, შემთხვევაში/მოვლენაში ჩართული პირების სახელები და მისამართები. აგრეთვე მზღვეველის მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი, გონივრული  ინფორმაცია, შემთხვევასთან დაკავშირებით;

9.            მონაცემთა უსაფრთხოება;

ქარი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება უსაფრთხოების საკითხს. თქვენ მიერ ვებ გვერდისთვის მიწოდებული ინფორმაცია ინახება დაცულ ქლაუდ სერვერებზე. სერვერებზე ყველა მონაცემი ინახება პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით - დაშიფრული სახით.

თქვენი პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მობილურიდან. პირებს. ქარი იხსნის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებისთვის თუ თქვენს პროფილზე ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაციით, მოწყობილობით ისარგებლებენ მესამე პირები. ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.

10.          მესამე მხარე-ვებ გვერდები და მათი კონფიდენციალობის პოლიტიკა;

ქარის კონფიდენციალობის პოლიტიკა არ ვრცელდება სხვა კომპანიებსა და ვებ გვერდებზე. თუ თქვენ გადამისამართდებით სხვა ვებ გვერდზე ქარის ვებ გვერდიდან, გთხოვთ გაეცანით ამ ვებ გვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალობის პოლიტიკას.

11.          არასრულწლოვანთა დაცვა;

ჩვენი პრიორიტეტია დაცული იქნეს არასრულწლოვნების მიერ ინტერნეტის გამოყენება. მოვუწოდებთ მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, დააკვირდნენ, მონაწილეობა მიიღონ, აკონტროლონ ან მეთვალყურეობა გაუწიონ არასრულწლოვნების ონლაინ აქტივობებს. ქარის აპლიკაციაში რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან.

12.          მონაცემთა შენახვის ვადა;

 ქარი პერსონალურ მონაცემებს ინახავს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

13.          ცვლილებები;

ქარი უფლებას იტოვებს შეცვალოს წინამდებარე კონფიცენდიალობის პოლიტიკა დროდადრო. ყველა ცვლილება განთავსებული იქნება ქარის ვებგვერზე და ძალაში შევა განთავსების მომენტიდან. თქვენ მიერ აპლიკაციით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ კონფიდენციალობის პოლიტიკაზე თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს არ ისარგებლოთ აპლიკაციითა და ქირავნობით.