0

წესები და პირობები

მარკეტის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არის ქარის ვებგვერდის qari.eco (ქარის ონლაინ მაღაზია "მარკეტის") სარგებლობის წესები და პირობები. 

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება თქვენსა და შპს "მერკურს" შორის. შპს "მერკურის" რეგისტრირებული მისამართია - ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ცინცაძის ქ., N 43, ბ. 4ა. შპს "მერკური" წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „ქარი“.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით ქარის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენი გუნდი მზადაა დეტალურად გიპასუხოთ კითხვებზე.  

ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მის ცვლილებათა და ქარის სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და უნდა იქნეს განხილული ერთად როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ ეთანხმებით, რომ გაეცანით და აღიარებთ ამ დოკუმენტებს და აცხადებთ თანხმობას გავრცელდეს თქვენზე მათი სამართლებრივი ძალა. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ქარის სამართლებრივ დოკუმენტებს, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ ვებგვერდი, თუმცა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები ელექტრონულ ფოსტაზე. 

  1. საგანი

ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა წვდომა ონლაინ მაღაზიაზე "მარკეტი", სადაც შეუძლია შეიძინოს ქარის პროდუქცია. 

ყოველი ცალკეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს "მერკური". შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

ონლაინ მაღაზიით სარგებლობის წესები და პირობები, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტში.

  1. ანგარიში

იმისათვის, რომ შეიძინოთ პროდუქცია ქარის ონლაინ მაღაზიაში "მარკეტი", უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე (ვებგვერდი და ონლაინ მაღაზია ერთად მოხსენიებული როგორც „ვებგვერდი“).

რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოთ:

ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას, რომლითაც გაააქტიურებთ ვებგვერდზე თქვენს პროფილს. გააქტიურების შემდეგ თქვენ ხდებით ავტორიზებული მომხმარებელი და გაქვთ წვდომა ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენაზე.

რეგისტრაციისას უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მიწოდებისა და თანხის დაბრუნების/პროდუქციის გამოცვლის პირობებს. ასევე დაადასტუროთ, გსურთ თუ არა თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. 

რეგისტრაციისას, თქვენ თავად აგენერირებთ მომხმარებელს და პაროლს, რითიც შემდგომში შეგიძლიათ ავტორიზაცია. არ გადასცეთ ეს ინფორმაცია მესამე პირებს. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის მომხმარებლისა და პაროლის კონფიდენციალობაზე, რაც ასევე გულისხმობს თქვენი კომპიუტერითა თუ მობილური მოწყობილობით სარგებლობის შეზღუდვას. თქვენ ადასტურებთ, რომ იღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებაზე რაც განხორციელდება თქვენი ავტორიზებული ანგარიშით. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის ცნობილი გახდება რომ თქვენი ანგარიშით სარგებლობს სხვა პირი, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ. 

სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი და სწორი. 

რეგისტრაციისას არ გამოიყენოთ სხვა ადამიანის სახელი და გვარი, არ გამოიყენოთ სახელი, რომელიც შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი შეიძლება იყოს სხვა პირებისთვის. 

არასწორი ინფორმაციის მითითების, ყალბი პროფილის აღმოჩენის, ან ისეთი მომხმარებლების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არღვევენ წინამდებარე წესებსა და პირობებს, ქარი უფლებას იტოვებს ცალმხრივად, შეტყობინების გარეშე გააუქმოს ანგარიში.

  1. პროდუქციის შეძენა 

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ვებგვერდზე და მოათავსოთ კალათაში. 

ანგარიშსწორებამდე გადაამოწმეთ თქვენ მიერ მითითებული მისამართი. დარწმუნდით, რომ ნამდვილად გსურთ კონკრეტული პროდუქციის მითითებულ მისამართზე მიწოდება და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძეთ შეძენა. 

კალათაში მოთავსების შემდეგ გადამისამართდებით ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების გვერდზე პროდუქციის ღირებულებას დაემატება თქვენი საბანკო ოპერატორის მიერ განსაზღვრული საკომისიო მათი სერვისით სარგებლობისთვის. გადაამოწმეთ ეს თანხა, სანამ დაადასტურებთ თანხის გადარიცხვას.

ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ გადამისამართდებით ქარის ვებგვერდზე, სადაც მითითებული იქნება თქვენი შეკვეთის დეტალები. 

განხორციელებული შესყიდვა და შესყიდვების ისტორია, შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე ავტორიზაციის შემდეგ თქვენს პერსონალურ პროფილში. 

ქარი უფლებამოსილია უარი თქვას ან გააუქმოს შეკვეთა, თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

პროდუქციის მიწოდების პირობები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე

ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს პარტნიორი საკურიერო მომსახურების კომპანია - შპს "მერკური დელივერი". პროდუქციის შეძენისას თქვენ ეთანხმებით, რომ საკურიერო მომსახურებას გაგიწევთ შპს "მერკური დელივერი". 

ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენის დასრულებისას (მას შემდეგ, რაც ანგარიშსწორების წარმატებით დასრულებისას ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეკვეთის დასტური), თქვენ ხდებით შეძენილი პროდუქტის მესაკუთრე. საკუთრების უფლების მიღებასთან ერთად მომხმარებელზე გადადის პროდუქციის დაკარგვის, დაზიანების ან ნებისმიერი სხვა პროდუქციასთან დაკავშირებული რისკები. ქარი გადასცემს პროდუქტს კურიერს თქვენს მისამართზე ტრანსპორტირებისათვის. 

  1. ანგარიშსწორების წესი 

ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ფორმით. 

თითოეული შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებ გვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.  

ქარს არ აქვს წვდომა ანგარიშსწორების გვერდზე და თქვენ მიერ მითითებულ ბარათის მონაცემებზე. 

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება. 

ანგარიშსწორების დასრულების შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ დასტური შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ. 

  1. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა 

ქარი უფლებას იტოვებს დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით. ასეთი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. 

  1. მარკეტინგული აქტივობები

ვებგვერდზე რეგისტრაციისას, თქვენ ეთანხმებით სიახლეების, მარკეტინგული ან წამახალისებელი მასალების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში, თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შემოთავაზებებსა და ინფორმაციას. 

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ამგვარი ინფორმაციის მიღებაზე ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი შეტყობინებით. 

  1. საავტორო უფლებები

ქარის ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ანიმაციური გამოსახულებები, პროდუქცია ექსკლუზიურად ეკუთვნის ქარს. 

ქარის სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წამოადგენს შპს "მერკურის" საკუთრებას. 

ქარის სასაქონლო ნიშნის ან ქარის ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის ვიზუალების ნებისმიერი სახით გამოყენება, ჩვენი წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სასაქონლო ნიშანი, ქარის ვებ გვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ისინი იმგვარად, რომ დაამციროთ ან შეურაცხყოფა მიაყენოთ ჩვენს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ქარი უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ქარისთვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს ქარის მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის ადვოკატისა და სასამართლოს ხარჯებს. 

ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება. 

ჩვენ პატივს ვცემთ სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოგიწოდებთ თქვენც დაიცვათ ქარის საავტორო უფლებები. 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ საავტორო უფლებების მესაკუთრე და თვლით რომ თქვენი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა ჩვენს ვებ გვერდზე. გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითეთ დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა. 

  1. აკრძალული ქმედებები 

თქვენ უფლება გაქვთ გამოიყენოთ ქარის ვებ გვერდი კანონიერი მიზნებისთვის. ვებგვერდზე რეგისტრაციისას თქვენ ეთანხმებით არ გამოიყენოთ ის:

ვებგვერდი და მისი კონტენტი, წარმოდგენს შპს "მერკურის" ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. 

  1. პასუხისმგებლობების გამორიცხვა;

მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციისას ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

ქარი უზუნველყოფს წვდომას ვებგვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე დოკუმენტში მითითებული წესებისა და პირობების შესაბამისად. თუმცა, ქარი არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე. ქარი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვებგვერდი ან მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.

ქარი არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე რომელიც შეიძლება დადგეს გაუფრთხილებლობით, ასევე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მომხმარებლის ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია გადაეცა მესამე პირს. 

ქარი და მისი ყველა თანამშრომელი გამორიცხავს ნებისმიერ პასუხისმგებლობას (მათ შორის ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, სასამართლო დავასთან ან არბიტრაჟთან დაკავშირებული გადასახდელები) იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც გამომდინარეობს ამ დოკუმენტის თქვენი ბრალეული დარღვევის შემთხვევაში. ასევე იმ შემთხვევაში, თუ დაარღვიეთ საქართველოს კანონმდებლობა. 

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს ქარის პასუხისმგებლობას, ის შეზღუდული იქნება სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით. კომპანია არ აგებს პასუხს ნებისმიერი ზიანისთვის, შეფერხებისთვის რაც შეიძლება დადგეს მესამე პირების მონაწილეობით - ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვ. შეფერხებული მუშაობით. 

  1. ვადა;

წინამდებარე წესები ძალაშია მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე თითოეული მომხმარებლისთვის.

  1. ლინკები სხვა ვებ გვერდებზე;

ვებგვერდზე შეიძლება შეგხვდეთ ლინკები რაც არ არის შპს "მერკურის" საკუთრება. "მერკური" არ არის პასუხისმგებელი სხვა ვებ გვერდების შინაარსზე, მომსახურებაზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და ა.შ. 

სხვა ვებგვერდზე გადამისამართებისას, გთხოვთ გაეცანით მათ დოკუმენტებს. ქარი პასუხისმგებლობას იხსნის ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა დადგეს ასეთი ვებ გვერდებით და მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობით.  

  1. შეწყვეტა;

თქვენ უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს სურვილისამებრ შეწყვიტოთ ვებ გვერდით სარგებლობა. ანგარიშის გასაუქმებლად, მოგვმართეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 

მომხმარებლის მიერ თითოეულ შეკვეთაზე თანხის გადახდა და ქარის მიერ შეძენილი პროდუქციის კურიერისთვის ტრანსპორტირებისთვის გადაცემა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტას შესრულებით. 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა;

 წესები და პირობები, კონფიდენციალობის პოლიტიკასთან ერთად, განმარტებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

მხარეები თანხმებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილები არიან მიმართონ თბილისის საქალაქო საამათლოს.

თუ ამ წესების და პირობების რომელიმე ნაწილი ბათილად იქნება ცნობილი სასამართლოს მიერ ეს არ გამოიწვევს სხვა ნაწილების ბათილად ცნობას.  

  1. ცვლილებები;

ქარი უფლებას იტოვებს შეცვალოს წინამდებარე მომსხურების პირობები დროდადრო. ყველა ცვლილება განთავსებული იქნება ქარის ვებ გვერდზე და ძალაში შევა განთავსების მომენტიდან. თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს არ ისარგებლოთ ვებ გვერდით.