Menu iconMenu Close icon
Qari Electric

პასუხისმგებლობები და ჯარიმები

ქარი საერთო პასუხისმგებლობისა და ეკომეგობრულობის ღირებულებებს იცავს. ამიტომ ჩვენი მოპედის ტარება და ქარის წევრობა, შეთანხმებაა რაიდერებს შორის ერთმანეთზე ზრუნვაზე, საერთო უსაფრთხოებაზე და გარემოს მიმართ ეთიკურ მიდგომაზე. ქარი იმუშავებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველი რაიდერი გაითვალისწინებს მომდევნო მომხმარებელს, ამიტომაც არსებობს პასუხისმგებლობები, რომელიც ყველა რაიდერმა უნდა გააცნობიეროს: 

 

დაზიანებაზე ინფორმირება 

ტარების დაწყების წინ, რაიდერი ვალდებულია შეამოწმოს მოპედი დაზიანებებზე და აღრიცხოს ისინი აპლიკაციის საშუალებით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაზიანებებზე პასუხისმგებლობა უსამართლოდ არ დაეკისროს რაიდერს. გარდა ამისა, დაზიანებების აღრიცხვა მოპედების იდენტიფიკიაციაში, მათი დაძველების, ცვეთისა და უსაფრთხოების კონტროლში გვეხმარება. 

თუ დაზიანებების აღწერა რაიდის წინ არ დაფიქსირდება, რაიდერს დაეკისრება ჯარიმა: 150 ლარი. 

 

ქარის ჩაფხუტით ტარება 

ქარის ჩაფხუტის გარეშე ტარებით თქვენ არღვევთ წევრობის შეთანხმებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩაფხუტის გარეშე ტარებისთვის საპატრულო პოლიცია დაგაჯარიმებთ. 

 

ქარის რეგიტრაციით ტარება

ქარის მოპედების ტარება მხოლოდ ქარში დარეგისტრირებულ რაიდერს შეუძლია. თუ რაიდერმა მოპედი სამართავად მესამე პირს გადასცა, დაეკისრება ჯარიმა: 500 ლარი

 

ტარება ფხიზელ მდგომარეობაში 

ქარის ტარება ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ ავარიულად საშიშ ვითარებას ქმნის. რაიდერი უნდა მოძრაობდეს ფხიზლად და ყურადღებით, საკუთარი თუ საერთო უსაფრთხოების მიზნით.

არაფხიზელ მდგომარეობაში ქარის ტარების შემთხვევაში, რაიდერს დაეკისრება ჯარიმა: 500 ლარი. 

 

საგზაო წესების დაცვა 

საგზაო წესების დაცვა საერთო უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია. რაიდერს უნდა ახსოვდეს რომ მისი დარღვევები ავარიულად საშიშ სიტუაციას წარმოქმნის. 

თუ რაიდერი არ დაიცავს საგზაო წესებს, საპატრულო პოლიცია მას დააჯარიმებს და რაიდერს ქარის ანგარიში დროებით შეუჩერდება. 

 

მოპედის მგზავრების რაოდენობა

მოპედით სარგებლობა მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს შეუძლია. გარდა მოპედის დაზიანებისა, ორზე მეტი მგზავრი ავარიული სიტუაციის საშიშროებას ქმნის. გთხოვთ ნუ წამოიყვანთ ერთზე მეტ მეგობარს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია დაგაჯარიმებთ. ამასთან, თუ მოპედი დაზიანდება, რაიდერს დაეკისრება შესაბამისი ჯარიმები.

 

მოპედით ტვირთის გადატანა

მოპედის მაქსიმუმი 180 კილოგრამია. ნუ გამოიყენებთ მოპედს მძიმე ტვირთის გადასატანად. თუ ამის შედეგად მოპედი დაზიანდა, რაიდერს დაეკისრება შესაბამისი ჯარიმები.

 

მოპედის ენერგომომარაგების კონტროლი

ქარის მოპედები ელექტროა და მათ დამუხტვაზე ქარის გუნდი ზრუნავს. რაიდერმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბატარეას, რომ მოპედი ქარის დაბრუნების ზონის გარეთ, დაცლილი არ დარჩეს (დაბრუნების ზონა მწვანედაა მონიშული აპლიკაციის რუკაზე)

თუ დაცლილი მოპედი ოპერირების ზონის გარეთ დარჩება, რაიდერს დაეკისრება ჯარიმა მოპედის დაბრუნებისთვის: 100 ლარი.

 

მოპედის სწორად დაპაუზება

დროებით გაჩერებისას, რაიდერმა მოპედი მხოლოდ ქალაქის მერიის მიერ დაშვებულ საპარკინგო ზონებში უნდა დააყენოს. მან უნდა გაითვალისწინოს სხვა მგზავრები და ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა ტრანსპორტის, ფეხით მოსიარულეებისა თუ სქროლისა და ველოსიპედების მოძრაობას. 

თუ დაპაუზებული მოპედი არასწორად დგას, რაიდერს საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს. თუ ქარი მერიის სამსახურმა წაიყვანა, რაიდერს დაეკისრება დამატებითი ჯარიმა: 50 ლარი. 

 

რაიდის დასრულება ქარის ზონებში

რაიდის დასრულებამდე, რაიდერი ყოველთვის უნდა დარწმუნდეს რომ მოპედი ქარის დაბრუნების ზონაშია დაყენებული (მწვანედ მონიშნული არეა აპლიკაციის რუკაში). თუ მოპედი არ იმყოფება დაბრუნების ზონაში, ის ვერ დაიტენება და შემდეგი რაიდერი მას ვერ გამოიყენებს. 

რაიდის ქარის დაფარვის ზონის გარეთ დასრულების შემთხვევაში, ჯარიმა დაგეკისრებათ მოპედსა და პარკირების ზონას შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 200 ლარი, მაქსიმალური - 500 ლარი.

 

ჩაფხუტების დაბრუნება

იმისთვის რომ რაიდის მერე მოპედი სხვამაც გამოიყენოს, რაიდერმა ორივე ჩაფხუტი საბარგულში უნდა დააბრუნოს. 

ჩაფხუტის დაკარგვის შემთხვევაში, რაიდერს დაეკისრება ჯარიმა: 300 ლარი 

თუ რაიდერმა სადმე შემთხვევით დატოვა ჩაფხუტი ან თან გაჰყვა, ჯარიმა დაეკისრება, დაბრუნებამდე ყოველ საათში 3 ლარის ოდენობით. 

ჩაფხუტის დაბრუნების პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების შემთხვევაში, ქარი რაიდერის ანგარიშს გააუქმებს და მას დააკისრებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით.

 

მოპედის მოწესრიგება და რაიდის დასრულება 

რაიდერმა უნდა დააყენოს მოპედი სადგამზე, მოათავსოს ორივე ჩაფხუტი და სხვა აქსესუარები ყუთში, კარგად დაკეტოს ის და ამის შემდეგ დაასრულოს რაიდი აპლიკაციიდან. 

რაიდერს რომელიც მიატოვებს მოპედს და გამოტოვებს ზემოხსენებული ეტაპებიდან რომელიმეს, დაეკისრება ჯარიმა: 200 ლარი. 

რაიდერი ვალდებულია დატოვოს  მოპედი მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში. მოპედის დაბინძურებისთვის, ქარი დაგაკისრებთ ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

 

მოპედის დაზიანების შემთხვევები ტარების დროს 

იქნება ეს მსუბუქი კოსმეტიკური ზიანი თუ რაიდერისათვის საფრთხის შემცველი, მნიშვნელოვანი დაზიანება, რაიდერმა დაზიანებისთანავე უნდა შეწყვიტოს მგზავრობა, გააჩეროს მოპედი უსაფრთხო ადგილას და შეატყობინოს ქარის გუნდს დაზიანების შესახებ. 

თუ რაიდერი თავს აარიდებს დაზიანების შეტყობინებას დაეკისრება ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.