Cart icon
0
Menu iconMenu Close icon
Qari logo

მიწოდების, დაბრუნების და გაცვლის პირობები

მიწოდების პირობები

მიწოდების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მიწოდების პირობებს.  

       1. ტერიტორია;

ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. 


       2. მიწოდება;

ქარი თავად არ ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. 


ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდებას თბილისის ტერიტორიაზე ახორციელებს პარტნიორი საკურიერო მომსახურების კომპანია - შპს მერკური დელივერი (ს/კ 405430500), ხოლო საქართველოს ქალაქებში მიწოდება ხორციელდება შპს საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების (Federal Express Corporation-ის წარმომადგენლობა საქართველოში) მიერ. 


პროდუქციის შეძენისას თქვენ ეთანხმებით, რომ საკურიერო მომსახურებას გაგიწევთ შპს მერკური დელივერი და შპს საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები. საკურიერო მომსახურების, პროდუქციის მიწოდების შესახებ შეთანხმების მხარეებს თბილისის ტერიტორიაზე მიწოდების შემთხვევაში წარმოადგენთ მხოლოდ თქვენ და შპს მერკური დელივერი. 
იმისთვის რომ, კურიერებმა დროულად და შეფერხების გარეშე მოგაწოდონ სასურველი პროდუქცია, პროდუქციის შეძენისას გადაამოწმეთ მითითებული მისამართის სიზუსტე. ქარის ჯგუფი გადასცემს თქვენს მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას კურიერს. 


       3. მიწოდების ვადა;

ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის თბილისის ტერიტორიაზე მიწოდების შემთხვევაში, მოქმედებს იმავე დღეს მიწოდების სერვისი.  20:00 საათის შემდგომ დაფიქსირებულ შეკვეთებს კურიერი მოგაწვდით მომდევნო დღეს. 
თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდების ვადაა მეორე სამუშაო დღე.

       4. მიწოდების ღირებულება;

ქარის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის თბილისის ტერიტორიაზე მიწოდებისთვის მომხმარებელი არ იხდის დამატებით საფასურს. თბილისის გარდა სხვა ქალაქებში მიწოდების საფასური გენერირდება შეკვეთის დასრულებისას. 

  1. შეკვეთის მიღების პირობები;

შეკვეთის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში პროდუქტის ხარვეზზე შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში, ითვლება რომ მომხმარებელმა მიიღო შესაბამისი ხარისხის ნივთი და მას პრეტენზია არ გააჩნია. 

 

დაბრუნების პირობები

ქარისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებ გვერდზე მითითებულ მონაცემებს ქარი გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც. 

  1. თანხის დაბრუნების/პროდუქციის გამოცვლის წინაპირობები;

პროდუქტი შესაძლებელია დაექვემდებაროს გამოცვლას ან დაბრუნებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

  • არის დაზიანებული და დაზიანება არ არის გამოწვეული თავად მომხმარებლის მიერ;
  • არის შეკვეთაში მითითებული პროდუქტისგან განსხვავებული ზომის, ფერის;

იმისათვის რომ ისარგებლოთ პროდუქტის გამოცვლის ან თანხის დაბრუნებით გაითვალისწინეთ, რომ:

  • პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი, ორიგინალ შეფუთვაში, ჩაუცმელი, გაურეცხავი და დაუზიანებელი, არ უნდა ჰქონდეს სუნამოს, დეოდორანტის კვალი;
  • პროდუქტი დაბრუნდება მხოლოდ ორიგინალი შეფუთვით. ორიგინალი შეფუთვა გულისხმობს შეფუთვას, ყუთს, პარკს, მიბმულ მარკას და ნებისმიერ სხვა დამატებით ატრიბუტს რაც მოჰყვება შეკვეთას;
  • არ ბრუნდება ფასდაკლების დროს შეძენილი პროდუქცია; 

მოთხოვნა თანხის დაბრუნების ან პროდუქტის გაცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდება თუ პროდუქტი დაზიანებულია მას შემდეგ რაც მომხმარებელმა ჩაიბარა კურიერისგან ან არ არის დაკმაყოფილებული დაბრუნების სხვა წინაპიროები;

  1. განაცხადის ფორმა;

მომხმარებელმა თანხის დაბრუნების ან პროდუქციის გამოცვლის სურვილის შესახებ უნდა განაცხადოს პროდუქციის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ მან მიიღო შეკვეთილი პროდუქტი და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია. 

თანხის დაბრუნების ან პროდუქტის გამოცვლისთვის მომხმარებელმა ვებ გვერდზე უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და გამოგზავნოს ის ქარის ელექტრონულ ფოსტაზე. ქარის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში შეგატყობინებენ ქარის გადაწყვეტილებას განაცხადის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. შესაძლებელია, შეკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვაც, მათ შორის პროდუქტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა. 

განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად ქარი შეგატყობინებთ უარის თქმის მიზეზს. 

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქარის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან ელექტრონული ფოსტის ან მობილური ნომრის მეშვეობით იმისთვის, რომ შეთანხმდეს პროდუქტის დაბრუნების ან გაცვლის დრო და ადგილი. 

  1. თანხის დაბრუნება;

თანხის დაბრუნებისთვის, მომხმარებელმა პროდუქტი უნდა გადასცეს კურიერს საწყობში დასაბრუნებლად. 

საწყობში დაბრუნების დამადასტურებლად მომხმარებელი მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას. 

ქარი ასეთი შეტყობინების გაგზავნიდან სამი დღის ვადაში დაუბრუნებს მომხმარებელს პროდუქციის ღირებულებას.

  1. პროდუქტის გამოცვლა;

ქარი უფლებამოსილია გამოცვალოს პროდუქტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცდომის შედეგად მომხმარებელს ჩაბარდა შეკვეთაში მითითებული მონაცემებისგან განსხვავებული ზომისა და ფერის პროდუქტი. მომხმარებელმა გამოცვლის შესახებ განაცხადი უნდა შეავსოს პროდუქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში.

პროდუქტის გამოცვლის განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში, ქარი შეატყობინებს მომხმარებელს შესაძლებელია თუ არა მარაგების გათვალისწინებით პროდუქტის გამოცვლა. შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის დაბრუნება.